„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ერთმანეთი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ - დიმიტრი ცქიტიშვილი

19:27 11-08-2018
24

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის განსხვავება არ არის.

„იმ ადამიანებთან ვერასოდეს გავერთიანდები, ვისთანაც ამხელა განსხვავება მაქვს, როგორც ჩანს, განსხვავება არ აქვთ, საერთო ღირებულებები აქვთ. გუშინ ზოგი ბოდიშს იხდიდა, ზოგს მიაჩნია, რომ
სწორი იყო. ერთად ყოფნა უნდათ და ერთმანეთი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. გაერთიანდებიან თუ არა, მათი საქმეა. შეიძლება სატელიტურ პარტიებად დარჩნენ, მთავარია, იდენტობა და ფილოსოფია, რომელიც მათ ახასიათებთ და მათთვის საერთოა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.