ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ენერგო პრო ჯორჯია

საზოგადოება 1713980161

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აპრილს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ოძისი, ბაქაქურები და მიმდებარე სოფლებში.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

საწოლის სწორად დადგმა ფენ შუის მიხედვით

რჩევები 1713979343

„ეს არის სიკვდილის ზონა...“ - როგორ დავდგათ საწოლი, რომ მან ჩვენს ჯანმრთელობაზე კარგად იმოქმედოს

ფენ-შუის მიხედვით, არსებობს გაუცნობიერებელი და უხილავი ძალები, რომლებიც ჩვენზე ახდენენ გავლენას. ეს არის ის ენერგია, რომელიც აქვს ბუნებას, გარე სამყაროს, ან ვიღებთ იმ ნივთებისგან, რაც ჩვენს გარშემოა.ადამიანთა ხასიათი განსხვავებულია, შესაბამისად, ზოგი ინდიფერენტულია ფენ-შუის მიმართ, თუმცა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, იმის მიუხედავად გვჯერა თუ არა ჩვენ მსგავსი თეორიის, ნივთები მაინც ახერხებენ ჩვენი განწყობის შეცვლას. სინამდვილები ჩვენ თავად შეგვიძლია ვმართოთ ისინი.ფენ-შუის მიხედვით საძინებელში საწოლის განთავსება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია:„დილა მშვიდობის საქართველოს“ ეთერში, ფენ შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი პასუხობს. 

ღაზა

მსოფლიო 1713979296

გაერო ღაზაში მასობრივი სამარხების აღმოჩენაზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს

გაერო ღაზის სექტორში მასობრივი სამარხების აღმოჩენის გამო შეშფოთებულია. საერთაშორისო ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი, ფაქტის დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით საავადმყოფოებს აქვთ განსაკუთრებული დაცვის უფლება. და მშვიდობიანი მოსახლეობის, დაკავებულების და სხვა ადამიანების განზრახ მკვლელობა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ, ომის დანაშაულია“, - განაცხადა მან.პალესტინური მხარის განცხადებით, ანკლავში ნასერის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე 283 ადამიანის სამარხს მიაგნეს. მათგან მხოლოდ 42-ის იდენტიფიცირება მოხერხდა. ნასერის სამედიცინო ცენტრში ისრაელის ოპერაციის დაწყებამდე, საავადმყოფოს პერსონალმა განაცხადა, რომ რამდენიმე გარდაცვლილი ტერიტორიაზე თავად დამარხეს, რადგან მათ სასაფლაოზე წვდომა შეზღუდული ჰქონდათ.

უკრაინა

მსოფლიო 1713979278

დააკავეს 19 წლის ქალი, რომელიც შვილს 1 მილიონად ყიდდა, რომ საკუთარი ბიზნესი წამოეწყო

უკრაინაში დნეპერის მკვიდრი დააკავეს, როდესაც ორი წლის ბიჭის 1 მილიონ გრივნად გაყიდვას ცდილობდა. ამის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ და პროკურატურამ განაცხადეს.გამომძიებლების თქმით, 19 წლის უკრაინელმა ქალმა ორი წლის შვილის გაყიდვა გადაწყვიტა, რადგან ის პირად ცხოვრებაში ხელს უშლიდა. გოგონას არ სურდა ბავშვის აღზრდა და მოვლა. მან უშვილო ქალი იპოვა და მოგებიანი გარიგება შესთავაზა.მიღებული თანხით დედა აპირებდა საკუთარი ბიზნესის გახსნას, მაგრამ „სტარტაპს“ აფრენა არ სურდა - პოლიციამ ქალი ბავშვის ჩაბარების დროს დააკავა. მასზე ახლა ექიმები ზრუნავენ.ასევე ნახეთ:„ეს დიდი შეცდომაა“ - საფულეში ჩადებული ნივთები, რომლებიც ფინანსურ წარმატებას აფრთხობს„საფლავის შიგნით შევდივარ, წყვდიადში გზას ვიკვლევ... სადაც იესოს ცხედარი ესვენა, მუხლს ვიყრი უფლის შიშით და...“- პატრიარქი დიოდორე I წმინდა ცეცხლის გარდამოსვლაზე 

ლევან

სამართალი 1713977877

ქუთაისში, ადვოკატი ჟურნალისტის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის და ადევნების ბრალდებით დააკავეს

ქუთაისში,ადვოკატი ჟურნალისტის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის და ადევნების ბრალდებით დააკავესრუსთავი2-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში ადვოკატი ლევან ჭელიძე დააკავეს.მას გამოცემა "ქუთაისი თუდეის" ხელმძღვანელის, ჟურნალისტ სერგი ჩივაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობისა და ადევნების ფაქტზე წარუდგინეს ბრალი.შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ გამოძიება 115-ე და 151-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.