მეგ რაიანმა საიდულოდ იქორწინა - ვინ არის ვარსკვლავის რჩეული

18:44 11-08-2018
492

56 წლის ვარსკვლავის მეგ რაიანის და 67 წლის როკ-მუსიკოსის ჯონ მელენკემპის სასიყვარულო რომანის შესახებ ინფორმაცია, გაზაფხულზე გავრცელდა. ინსაიდერების წყაროს ცნობით, წყვილმა რამდენიმე ხნის წინ, საიდულოდ იქორწინა. 

2 დღის წინ, პაპარაცებმა მსახიობი, ნიუ-იორკის ცენტრში, შეყვარებულთან ერთად დააფიქსირეს, რომელსაც ხელზე საქორწინო ბეჭედი უბრწყინავდა.

შეგახსენებთ, რომ ჯონი და მეგანი 2011 წლიდან ერთმანეთს ხვდებიან. მართალია, 3 წლის შემდეგ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ 2017 წელს შერიგდნენ და დღემდე ერთად არიან. 

  იხ. ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე