"ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

17:08 11-08-2018
5028

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნულ ვიდეომასალას ლანა ღვინჯილია საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე აქვეყნებს. 

შემთხვევა სოფელ ატოცში მოხდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან ჩასული პრეზიდენტობის კანდიდატი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.