სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში წასვლას გეგმავს

16:59 11-08-2018
250

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, პირველი, რასაც გააკეთებს, ჩავა ავღანეთში.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოფელ ატოცში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. 

"წავალ ავღანეთში. მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.