მინდა გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც აღარ დაკარგავს ტერიტორიებს - სალომე ზურაბიშვილი

16:56 11-08-2018
67

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ისეთი პრეზიდენტი იქნება, რომელიც საქართველოს ტერიტორიებს აღარ დაკარგავს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან, ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე მინდა დღეს გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ აყვება პროვოკაციებს, აღარ დაკარგავს ტერიტორიებს, გააძლიერებს საზღვრებს და უსაფრთხოებას მოსახლეობის", - ასე უპასუხა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, ვინ დაიწყო ომი 2008 წელს.