შსს გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში წარსდგეს

16:13 11-08-2018
46

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მინისტრი გიორგი გახარია წარსდგეს.

ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი  და აღნიშნავს, რომ მზად არიან, ოპოზიციისთვის სასურველ დროს პარლამენტში გამოცხადდნენ.

„ვერც ერთ შეხვედრას ვერ მეტყვით, როცა ოპოზიციამ პარლამენტში დაგვიბარა და შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში არ გამოცხადდა. მზად ვართ, მათთვის სასურველ დროს გამოვცხადდეთ და მათ შორის იმ სიახლეებზე ვისაუბროთ, რაც გამოძიებას აქვს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.