"ნაცმოძრაობის" განცხადება პენსიასთან დაკავშირებით, თავიდანვე უტოპიური იყო - გოგიჩაიშვილი

15:25 11-08-2018
40

"ნაცმოძრაობის" განცხადება 400 ლარიანი პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით, თავიდანვე უტოპიური იყო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა, "ნაციონაური მოძრაობის" წინასაარჩევნო დაპირების შესხებ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც "ნაცმოძრაობაში" ამბობენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პენსია 400 ლარი გახდება.

გოგიჩაიშვილი იმ არგუმენტებს ასახელებს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.  

"მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს ვინც დაიჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 400 ლარიანი პენსიის დამნიშნავია, თავიდანვე ეს განცხადება უტოპიური იყო  იმიტომ, რომ პრეზიდენტის უფლება ეს არ არის.

მეორე დღეს ისინი აცხადებენ, 400 ლარიანი პენსია 2019-ში კი არ გექნებათ, გექნებათ 2023-ში შესაბამისად უკვე 6 წელი გადაწიეს ეს საკითხი, ამიტომ ეს არის ტყუილი. 

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს იყო ტყუილი, მაგრამ უკვე საკუთარ ტყუილებში გაეხლართნენ. მეორე ტური იქნება იმის საშუალება, რომ ყველა ტყუილში ვამხილოთ ისინი, ყველა სიცრუეში ვამხილოთ. მე მინდა მივმართო ჩვენს ძვირფასს პენსიონერებს, იმ ადამიანებს, რომლისთვისაც რათქმაუნდა ეს საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის ტყუილი. დღეს უკვე „ნაციონალურმა მოძრაობა“ იძახის, რომ 2023 წლამდე არ იქნება 400 ლარიანი პენსია, შესაბამისად ნებისმიერო სხვა დაპირება, რომლებიც მათ გასცეს წინასაარჩევნოდ ეს არის ტყუილი, ისინი არაფრის შემსრულებლები არ არიან. მათი ლიდერები იყვნენ, რომ ამბობდნენ, რომ საერთოდ ზოგადად 220 ლარიანი პენსია ამ ქვეყანაში არის უტოპია, ეს არის წარმოუდგენელი, მხოლოდ „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა პენსიონერების სოციალური მდგომარეობის ძალიან საგრძნობლად გაუმჯობესება. ჩვენ პენსიის გარდა ვაფინანსებთ ჯანდაცვის პროგრამებს, სადაც 100 პროცენტიანი დაფინანსება აქვთ პენსიონერებს და შესაბამისად ჩვენ უკვე დავიწყეთ იმ მედიკამენტების დაფინასება, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ ადამიანებისთვის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, 400 ლარიანი პენსია, რომელიც დაინიშნებოდა მათი წარმოდგენით ვითომ 2019 წლიდან თვითონვე უარყვეს და ეს საკითხი გადაიტანეს 2023 წელს, ამიტომ ეს იყო ტყუილი და ძალიან ბევრ ტყუილში ვამხელთ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ტურის კამპანის განმავლობაში“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.