2018 წლის " პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი" დასახელდა - "დედა აუცილებლად იამაყებს ჩემით" (ვიდეორგოლი)

14:41 11-08-2018
340

ჟურნალ "People"-ს გამოკითხვის თანახმად, 2018 წლის "პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცად", ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა დასახელდა. მსახიობი ცნობილია ფილმებიდან "როკ-ენ-როლის მოყვარული", "ტორი", "წყნარი ოკეანის საზღვარი" და სხვა.  

ჟურნალი "People", 1985 წლიდან ატარებს გამოკითხვებს, წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცის რანგში. ამ სიის რეიტინგში ასევე შედიან მელ გიბსონი, რაიან რეინოლდსი, დუეინ ჯონსონი, დევიდ ბექჰემი, ჩენინგ ტატუმი და სხვები. 

გამარჯვების შესახებ ინფორმაცია, მსახიობს, პირველად ტელეწამყვანმა, ჯიმი ფელონმა შეატყობინა, მის გადაცემაშის "ღამის შოუს" საშუალებით(The Tonight Show Starring Jimmy Fallon). მსახიობს, ლონდონში დაუკავშირდნენ. მან თავიდან გაუკვირდა ინფორმაცია, მაგრამ შემდეგ, სარკეში ჩაიხედა და ხუმრობით განაცხადა, რომ მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია. იდრისმა ასევე განაცხადა, რომ "დედა აუცილებლად  იამაყებს მისი გამარჯვებით". 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

  

ავტორი: რუსა ღვანიძე