"რატომ 400, 1000 ლარი დავურიგოთ პენსიონერებს, მაგრამ ამით გაუარესდება 3 მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრების პირობები“-ვახტანგ ჭარაია

13:52 11-08-2018
141

„400 ლარამდე პენსიის გაზრდა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი. ასეთი გადაწყვეტილება  ბიუჯეტის ჩამოშლას, ვალუტის გაუფასურებას და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების უგულვებელყოფას გამოიწვევს.“ - აცხადებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია.

„თუ  მოსახლეობას უნდა 400 ლარიანი პენსია, რომლის მსყიდველობითი უნარი იქნება რამდენიმე ათეულით ნაკლები, ვიდრე დღეს არსებულ 180 ლარს აქვს, კი ბატონო, თეორიულად შესაძლებელია სურვილი გქონდეს, მაშინ დავბეჭდოთ ფული და რატომ 400, 1000 ლარი დავურიგოთ პენსიონერებს, მაგრამ ამით გაუარესდება საქართველში მცხოვრები 3 მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრების პირობები. კუპონების პერიოდს დავუბრუნდებით,პური,რომ 2 მილიონზე მეტი ღირდა. ამიტომ დაპირებები წინასაარჩევნოდ უნდა გაკეთდეს ჯანსაღ გათვლებზე . მაგალითისთვის თუ ავიღებთ შსს-ს,თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ერთად,ამ უწყებების წლიური ბიუჯეტი   1,6 მილიარდი ლარია. პენისიის 400 ლარამდე გასაზრდელად კი 2 მილიარდია საჭირო. ანუ თეორიულადაც რომ დაუშვა,ამ სამი უწყების გაუქმებაც არ არის საკმარისი პენსიის 400 ლარამდე გასაზრდელად. ჯამში ყველა საჯარო სექტორში დასაქმებული პირის ხელფასი წლის განმავლობაში არის 1,8 მილიარდი ლარი. 60 ათასი პედაგოგის,30 ათასი ჯარისკაცის, რამდენიმე ათასი პოლიციელის,მოკლედ მთლიანად ყველა საჯარო მოხელის სახლში გაშვებაც არ არის საკმარისი ამ დაპირების შესასრულებლად.“ - აცხადებს ჭარაია