რაც ადრეულად აღმოჩნდება ეს დაავადება, მით უფრო მარტივია მკურნალობა და ცუდი შედეგის თავიდან აცილება"- წულუკიანი

13:03 11-08-2018
104

"იუსტიციის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობამ, ყველა მოქალაქეს იუსტიციის სახლის 12 დიდ ფილიალში შეუძლია მოვიდეს ნებისმიერ დროს და უფასოდ გაიაროს სკრინინგი იმისთვის რომ შეამოწმოს აქვს თუ არა მას დაავადება"- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ.

,,ჩვენ 10 ოქტომბერს ჩავრთეთ მასშტაბური პროგრამა 12 ფილიალში, 6500 მოქალაქემ გაიარა ეს ტესტი და 180 მათგანს, ისე რომ არც ჰქონდა ეჭვი, აღმოაჩნდა ეს დაავადება. რომელიც, სამწუხაროდ, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს,"- განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველამ ჩაიაროს კონსულტაცია, რათა მძიმე შედეგები თავიდან აიცილონ. მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც სტრინინგს ახორციელებს.

,,​მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ნუ ვიქნებით დარწმუნებულები, შევემოწმოთ, ეს არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, უფასო, რაც ადრეულად აღმოჩნდება, თუ კი ეს დაავადება სამწუხაროდ გვაქვს რომელიმე ჩვენგანს, მით უფრო მარტივია მკურნალობა და ცუდი შედეგის თავიდან აცილება.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც სტრინინგს ახორციელებს, რადგან მატ უწევთ, მაგალითად, თბილისის იუსტიციის სახლში 100-ზე მეტი მოქალაქის მომსახურება. 

ასე რომ მოგიწოდებთ, სანამ ეს სერვილი იუსტიციის სახლებში გაიცემა რომ მისით ისარგებლოთ"- განაცხადა მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნენ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე