ამ შეხვედრიდან მე ვერაფერს ახალ დასკვნას ვერ ვაკეთებ - თეა წულუკიანი გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაზე

12:49 11-08-2018
44

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახალს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ყოფილი თანაგუნდელები - ქს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა შერიგდნენ. 

ამის შესახებ თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ბევრჯერ ითქვა, რომ თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" სხვადასხვა პოლიტიკური ძალებია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ეს ერთიდაიგივე ძალაა და სხვათაშორის, ბატონმა ივანე მერაბიშვილმაც თავის ბოლო ინტერვიუში დაადასტურა, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა სინამდვილეში ერთი პოლიტიკური ძალაა, ამიტომ ამ შეხვედრიდან მე ვერაფერს ახალ დასკვნას ვერ ვაკეთებ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფინეთის დედაქალაქში "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს გრიგოლ ვაშაძესთან ერთად შეხვდა. საუბარის თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და სამომავლო გეგმები იყო. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ე.წ. ყოფილ თანაგუნდელებს ერთმანეთთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვთ.