"ცეცხლების ფესტივალი" ინდოეთში - ახალი მსოფლიო რეკორდი

12:40 11-08-2018
58

ჩრდილოეთ ინდოეთში, ქალაქ აიოდჰიაში ყოველწლიური დღესასწაულისთვის, დივალისთვის 300 ათასამდე ლამპარი აანთეს. CNN-ის ინფორმაციით, ეს ახალი მსოფლიო რეკორდია. ზეთის ლამპრები ხუთი წუთის განმავლობაში ენთო. რიტუალი მდინარე სარაიუს სანაპიროსთან გაიმართა. 

"დივალი" რაც სანსკრიტზე „ცეცხლოვან მტევანს“ აღნიშნავს – ცეცხლების ფესტივალია, ინდოეთში ყველგან აღინიშნება და სიბნელეზე სინათლის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა. მას ხშირად "ცეცხლების ფესტივალსაც" უწოდებენ.  დღესასწაული ნოემბრის თვეში იმართება და ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ერთდროულად ანთებული ლამპრების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი ინდოეთში 2016 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ ჰარიანაში დაამყარეს. მაშინ 150 009 ლამპარი აანთეს.