ტაჯიკეთში ციხის ბუნტის დროს სამართალდამცველებმა 13-მდე პატიმარი მოკლეს

12:19 11-08-2018
34

ტაჯიკეთში ციხის ბუნტის დროს სამართალდამცველებმა 13-მდე პატიმარი მოკლეს. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

შემთხვევა ცენტრალური აზიის ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ხოჯენდში მოხდა.

მკაცრი რეჟიმის ციხეში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. როგორც ცნობილია, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა მსჯავრდებულმა სამართალდამცველისთვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევა მოახერხა და სამართალდამცველების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

არეულობის დროს მსჯავდებულებმა მკაცრი რეჟიმის ციხის ერთი შენობის დაკავება მოახერხეს. ხოჯენდის ციხეში ბუნტის მოწყობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით, დაიწყო გამოძიება.