საქართველოში პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, „თეთრი ხიდი“ დაარსდება

19:45 11-07-2018
19

საქართველოში პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, „თეთრი ხიდი“ დაარსდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

კინოცენტრის ცნობით,16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს, სადაც კინო ფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახანს დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია.

რამდენიმე დღის მანძილზე ქუთაისი კინო მოყვარულთათვის ნამდვილი ეპიცენტრი იქნება, რადგან იქ თავს: ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინო მცოდნეები და მედიის წარმომადგენლები მოიყრიან.  ასევე, კინო ფორუმის ფარგლებში ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოში" კინო კრიტიკოსებითვის და კინო ბლოგერებისთვის ,,ვორქშოპს'' გამართავს.