სალომე ზურაბიშვილი მავთულხლართების საკითხზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს

18:21 11-07-2018
160

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ატოცში, ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმას სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად, პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა აუცილებელი.

“სოფელ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი ტერიტორიული სუვერენიტეტის ხელყოფისა! დასაგმობია და არა მხოლოდ დასაგმობი! ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად, აუცილებელია, რომ დავიწყოთ ჩვენს პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად. ამ მიმართულებით, პრეზიდენტის ფუნქციაში მოსვლისთანავე, შევუდგები მუშაობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.