მეშახტეების საქმეზე ქუთაისის სასამართლოში პროცესი 6 დეკემბერს განახლდება

17:51 11-07-2018
24

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ტყიბულში მიმდინარე წლის 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.სასამართლომ კიდევ ერთხელ იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით.მოსამართლე თათია გოგოლაურმა არ გაიზიარა ადვოკატების შუამდგომლობა და ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სხდომა 6 დეკემბერს,15:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ რომ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია საქნახირის 6 თანაშრომელია დაკავებული. ტარიელ აბესაძე მინდელის სახელობის შახტის დირექტორის მოადგილე, გიზო კირკიტაძე მთავარი ინჟინერი , გოჩა ქასრაშვილი თანაშემწე, მურად აბულაძე უბნის უფროსი, მამული კუბლაშვილი მენეჯერი, აკაკი ახვლედიანი დირექტორი. დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნირმების დარღვევას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 ე მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შენთხვევაში დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

ირაკლი ვაჩიბერაძე