რამდენიმე წუთის წინ სენაკში შუახნის მამაკაცი დაჭრეს

17:24 11-07-2018
273

სენაკში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შუახნის მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა რამდენიმე წუთის წინ შემოიყვანა შუახნის მამაკაცი, რომელსაც ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. 

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

 

ავტორი: მზეკო ჟვანია