"ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ აქციები თბილისს გარდა ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და გორშიც გაიმათება

16:22 11-07-2018
103

სამოქალაქო მოძრაობამ „მე ვიცავ თავისუფლებას“ სამოქალაქო შეკრებები მთელი საქართველოს მასშტაბით დაანონსა.

სამოქალაქო მოძრაობამ „მე ვიცავ თავისუფლებას“ 7 ნოემბრის შეკრებაზე სამოქმედო გეგმა წარადგინა. მოძრაობის წევრებმა სამოქალაქო შეკრებები მთელი საქართველოს მასშტაბით დაანონსეს.

"მვთ-ს" განცხადებით, თბილისიდან აქტივისტები ავტოკოლონებით დაიძვრებიან  ქუთაისის, ბათუმის, თელავის, გორის და სხვა დიდი ქალაქების მიმართულებით და ამ ფორმით მოუწოდებენ მოქალაქეებს  მეორე ტურში გააკეთონ საკუთარი არჩევანი თავისუფალი მომავლის სასარგებლოდ. 

საქართველოს რეგიონების შემდეგ,  მასშტაბური მშვიდობიანი  მანიფესტაცია თბილისში გაიმართება, რომლის მთავარი მიზანიც იქნება მოუწოდოს მოსახლეობას, მივიდნენ არჩევნების მეორე ტურზე და  უარი უთხრან ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივი რეჟიმის შესაძლო დაბრუნებას.

რეგიონებში გასვლის განრიგი:

თელავი - 11 ნოემბერი

ბათუმი - 16 ნოემბერი

ქუთაისი-სამტრედია - 17 ნოემბერი

გორი - 20 ნოემბერი

საბოლოო მანიფესტაცია - თბილისი - 27 ნოემბერი.