კახეთში „თიბისი ბანკიდან“ სწრაფი გადახდის აპარატი მოიპარეს

15:49 11-07-2018
42

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში „თიბისი ბანკიდან“ სწრაფი გადახდის აპარატი მოიპარეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ბანკიდან 1500 ლარამდე წაიღეს.

"ქურდები ბანკში ცენტრალური კარიდან შევიდნენ. როგორც ამბობენ, დაახლოებით 1500 ლარი წაიღესო. სხვა არაფერი არ ვიცით", - აცხადებენ ადგილობრივები.

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცავებს ჯერ არავინ არ დაუკავებიათ.

 

ნიკოლოზ ესიტაშვილი