"სამუდამოდ გაა..ვი" - ნიკა გვარამია თამარ ჩუგოშვილზე

14:17 11-07-2018
1449

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია ბევრმა საკითხმა, მათ შორის კოაბიტაციამ.

"ახლა მეგობრობის წმინდა გრძნობას შევუნახავ ჩემსავე მეგობრებს და არ დავთაგავ. ისე ვიკითხავ, მეჟდუ პროჩიმ: ეს ქალი ნორმალურია? არის ამისი ადგილი სახელმწიფო სამსახურში? სააკაშვილის "ოე გოგო" კი არა ჩემი "სამუდამოდ გააჯვიც" ალალია ამაზე,"- წერს გვარამია.

პოსტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ეხმიანება:

,,ძალიან უხერხულია ამ სიტყვებს რომ წერ ახლა აქ ..... შეგიძლია დამთაგო არანაირი პრობლემა არ მაქვს. განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს მე არ ვერჩი და არც მეგობრებს ვკარგავ მაგის გამო", -წერს გიგაური.