"აი ასე გაიაზრეს და "შეინანეს ყველაფერ" რასაც ჩადიოდნენ"- ბაია გადაბაძე რომან გოცირიძეს პასუხობს

14:06 11-07-2018
179

"ტელევიზიაში იყვნენ გულანთებული ხალხი, რომლებსაც ბენზინის ფული არ ჰქონდათ და ფეხით დადიოდნენ სამსახურში. ვინც უფრო შორს ცხოვრობდა ღამე რჩებოდა ტელევიზიაში იმისათვის, რომ ხალხამდე მიეტანა თუ რა ტიპის რეჟიმთან გვქონდა საქმე და რა საშიში ვნებები ამოძრავებდა მაშინდელ ხელისუფალს",-ასე პასუხობს მაესტროს ყოფილი დირექტორი, ბაია გადაბაძე რომან გოცირიძეს სოციალურ ქსელში. "პრაიმტაიმი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"აი ასე აფასებს სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობა 7 ნოემბერსაც და საკნების აქციასაც. აი ასე გაიაზრეს და "შეინანეს ყველაფერ" რასაც ჩადიოდნენ. არა ბ-ნ გიცირიძე, ტელევიზიაში იყვნენ გულანთებული ხალხი, რომლებსაც ბენზინის ფული არ ჰქონდათ და ფეხით დადიოდნენ სამსახურში. ვინც უფრო შორს ცხოვრობდა ღამე რჩებოდა ტელევიზიაში იმისათვის, რომ ხალხამდე მიეტანა თუ რა ტიპის რეჟიმთან გვქონდა საქმე და რა საშიში ვნებები ამოძრავებდა მაშინდელ ხელისუფალს. სხვათაშორის ეს ის "ძველი გვარდიაა" დღეს რომ ძალიან საჭირო გახდა როგორც ადამიანური რესურსის, ისე ამომრჩევლის სახით. ეს ზუსტად ის რიტორიკაა რამაც დამაყენა ჩემს გაბრაზებაზე და იმედგაცრუებაზე უფრო მაღლა, ეს ზუსტად ის არის რაც არ დამავიწყებს 7 ნოემბერს, 25 მაისს და კიდევ უამრავ თარიღს რომლის თქვენი დამსახურებით ღრმად მაქვს გონებაში ჩაბეჭდილი,"- წერს ბაია გადაბაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბრის ამბავს იხსენებს. მისი თქმით, 7 ნოემბერს და 3 თვე რუსთაველი იყო აყროლებული, სანაგვე, საკნებში იყვნენ ლოთები და ნარკომანები,

"7 ნოემბერს და (მოგვიანებით) მაისის თვეში რუსთაველი იყო გადაკეტილი 3 თვით. იყო აყროლებული, სანაგვედ ქცეული. 150 საკანი იდგა, რომლებშიც ლოთები და ნარკომანებიდან და პოლიტიკოსებიდან დაწყებული, 3 თვის განმავლობაში პარალიზებას უკეთებდნენ ქვეყნის ყველაზე მთავარ ქუჩას. და საკანი იდგა ტელევიზიაში, სადაც ყოველი მეორე ნარკოტიკული თრობის ქვეშ საშინელებებს გაჰყვიროდა. სამი თვის განმავლობაში”, – აცხადებს რომან გოცირიძე.