ქართველი გულშემატკივრები რესპუბლიკის მოედანზე შესრულებული ჰიმნით, იტალიაში ქართველ მორაგბეებს გაამხნევებენ

11:27 11-07-2018
87

სოციალურ ქსელში "იტალია v საქართველო • გააგონე ჰიმნი" - ამ ლოზუნგით დაიგეგმა ღონისძიება რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გულშემატკივრები ქართველ მორაგბეებთან ერთად საქართველოს ჰიმნს შეასრულებენ.

"ქართული რაგბისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, 10 ნოემბერს, გულშემატკივრები ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, 16:30 საათზე, რომ ბიჭებთან ერთად ვიმღეროთ მატჩისწინა ჰიმნი, რომელიც თბილისიდან პირდაპირ იტალიურ სტადიონზე, Stadio Artemio Franchi-ზე გაიჟღერებს. ხოლო შემდეგ, ყველა ერთად გავაგრძელებთ მატჩის დიდ ეკრანზე ყურებას! #გააგონეჰიმნი ქართველ მორაგბეებს და გარდასახე 10 ნოემბერი", - აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.