სააგენტოს“ აწარმოე საქართველოში” და Bank of China - ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

16:02 11-04-2018
38

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა მთავრობის მეთაურმა შანხაიში Bank of China Group-ის თავმჯდომარე ჩენ სიქინგთან გამართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და Bank of China Group-ის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” და Bank of China-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი, რომელსაც ხელი სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და ბანკის წარმომადგენელმა ლინ შენგიანგმა მოაწერეს, საქართველოსა და ჩინეთის მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების ხელშეწყობას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ისახავს მიზნად.