"საქმე გვაქვს ან, უცოდინრობასთან, ან, გეგმაზომიერ პროვოკაციასთან" - მერაბ ქვარაია მურთაზ ზოდელავაზე

12:29 10-28-2018
65

"საქმე გვაქვს ან, უცოდინრობასთან, ან, გეგმაზომიერ პროვოკაციასთან" - ამის შესახებ განცხადება, ქალაქ ზუგდიდს მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ მურთაზ ზოდელავას მიერ ჭითაწყარისა და რიყის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხსნასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

ქვარაია მისი და გუნდის სახელით მოუწოდებს მურთაზ ზოდელავას და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, დააკვირდნენ პროცესს და მივცეთ ამომრჩევლებს თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება.

 

"როგორც ჩანს საქმე გვაქვს ან, საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნასთან ან, მიზანმიმართული პროვოკაცია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ვინაიდან, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო უბნებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არჩევნების დღეს აგიტაცია აკრძალული არ არის. ის მოიცავს, როგორც სიტყვიერ აგიტაციას, ასევე პლაკატების გაკვრას. ეს ყველაფერი კანონმდებლობის მიხედვით არის ნებადართული", - განმარტა ქვარაიამ.

 

დეპუტატმა ასევე, პარალელი გაავლო 2018 წლის 13 მაისს ჩატარებულ შუალედურ არაცევნებზე, სადაც "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერებიც ეწეოდნენ საარჩევნო აგიტაიას.

 

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა შუალედური არჩევნების დროს შემოგვთავაზეს იგივე რამ, ცაიშში, პირდაპირ საარჩევნო უბნის  ეზოში დადგეს მონიტორო და ახდენდნენ აგიტაციას თავიანთი კანდიდატის. ბუნებრივია, ეს არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და მათ მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ეწარმოებინათ აგიტაცია", - აღნიშნა ქვარაიამ.

 

მუთაზ ზოდელავა კი ამბობს, რომ ის ყველა პლაკატს მოხსნის, რადგან აგიტაცია არის ამომრჩევლის უფლებებზე ზემოქმედება.

 

ავტორი: მზეკო ჟვანია