ვიდეოები

1713177420

VIDEO: ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა - ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო, ელისაშვილი მდინარაძეს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის ტრიბუნასთან იდგა. უმრავლესობის ლიდერი დღეს, განხილვისას კანონპროექტის მთავარი წარმდგენი იყო.დაპირისპირების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა. სხდომა კი ამ დროისთვის შეწყვეტილია. 

ელისაშვილის ჩხუბი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1713246446

გავეცანი ორ მნიშვნელოვან სადაზვერვო ანგარიშს, მზად უნდა ვიყოთ შესაძლო მტრული ქმედებებისთვის, ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე გაეცნო საგარეო და სამხედრო დაზვერვის ანგარიშებს რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.„გავეცანი ორ მნიშვნელოვან სადაზვერვო ანგარიშს – საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის ანგარიშებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით გაზაფხულსა და ზაფხულში. მზად უნდა ვიყოთ შესაძლო მტრული ქმედებებისთვის. აშკარაა, რომ კრემლში ისევ სიგიჟეა. ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები. ჩვენ ვუპასუხებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებაც მოისმინა იმ სფეროების შესახებ, სადაც ყველაზე მწვავე საკითხები არსებობს.ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჭურვებისა და თვითმფრინავების მიწოდებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე.შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ძირითადი ენერგეტიკული ობიექტების აღდგენისთვის საჭირო ქმედებები.

კონგრესი

მსოფლიო 1713246258

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტებს მიმდინარე კვირას, ცალ-ცალკე განიხილავს

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტებს მიმდინარე კვირას, ცალ-ცალკე განიხილავს, - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.აღსანიშნავია, რომ ორი თვის წინ, ამერიკელმა კანონმდებლებმა ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების საკითხის გაერთიანება გადაწყვიტეს, თუმცა ბოლო დღეებში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკითხების განცალკევება გადაწყდა.„კანონპროექტს გაერთიანებული სახით, კენჭისყრაზე აღარ გამოვიტანთ, თითოეული საკითხი ცალ-ცალკე იქნება განხილული. ასევე ცალკეულ ზომებს მივიღებთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს მოიცავს, მათ შორის იქნება სანქციები ირანის მიმართ და სხვა ზომები“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა.

გლოვა

საზოგადოება 1713245814

“დიდი დანაკლისი ქართულ მედიცინაში…” - ხეჩინაშვილის კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი გამორჩეული ექიმის და კოლეგის, ბატონი ირაკლი თოფურიძის გარდაცვალების გამო.ბატონი ირაკლი გახლდათ ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყანაში დარგის განვითარების კუთხით.ბატონი ირაკლის გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც ჩვენი კლინიკისთვის, ისე ქართული მედიცინისთვის.ვუსამძიმრებთ ბატონი ირაკლის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს ამ ენით აღუწერელ დანაკლისს”

მლ

საზოგადოება 1713242363

პროტესტი "გამჭვირვალობის" კანონის წინააღმდეგ - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებმა გვიან ღამით დატოვეს

პროტესტი "გამჭვირვალობის" კანონის წინააღმდეგ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებმა გვიან ღამით დატოვეს. ადგილზე გვიანობამდე მობილიზებული იყვნენ საპოლიციო დანაყოფებისა და სპეცრაზმის წარმომადგენლებიც.მათ ტერიტორია მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, რაც დემონსტრანტებმა დაშლა დაიწყეს. შემდეგ დაიწყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაც და აღდგა საავტომობილო მოძრაობა.

ამინდი

საზოგადოება 1713240829

+33 გრადუსი - როდემდე შენარჩუნდება საქართველოში ცხელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება.თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს