ვაკის პარკში ცხოველებს ცოფის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უფასოდ აცრიან

17:15 09-27-2018
37

28 სექტემბერს, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, ვაკის პარკში ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მიკედლებულ და პატრონიან ცხოველებს უფასო ანტირაბიულ (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას ჩაუტარებენ.