ჯასტინ ტერუმ ჯენიფერ ენისტონთან განქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა - "ეს იყო ყველაზე ალერსიანი დაშორება"

14:07 09-24-2018
175

2018 წლის დასაწყისში, ჯენიფერ ენისტონმა და ჯასტინ ტერუმ, მოულოდნელად, განცხადება გააკეთეს განქორწინების შესახებ. წყვილი, მიზეზზე ამ დრომდე არ საუბრობდა. 6 თვის შემდეგ, ტერუმ მყუდროება დაარღვია და  ჟურნალ New-York Times-ს ინტერვიუში, პირველად ისაუბრა ჯენიფერთან განქორწინების შესახებ. 

ყველაზე კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ეს იყო ყველაზე ალერსიანი დაშორება,, ყოველგვარი მტრული ურთიერთობის გარეშე - თავი ავარიდეთ ყოველგვარ კონფლქტს. ამის გამო არც ერთი არ გარდავცვლილვართ და არც ერთს არ გვქონია სურვილი, ერთმანეთს ნაჯახით დავძგერებოდით. ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა. ვიცი, რომ ეს ბევრისთვის საწყენი ამბავია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს, იმდენად დიდ პატივს ვცემდით, რომ ვეცადეთ, განქორწინების პროცესი, უმტკივნეულოდ მოგვეგვარებინა. ყველაზე ცუდი კი ის, ფაქტია, რომ ჩვენი ურთიერთობა, აღარ იქნება ისეთი მეგობრული, როგორც ადრე - ამბობს ჯასტინი.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, ჯენიფერმა და ჯასტინმა ერთმანეთი, ფილმის გადაღების დროს გაიცნეს და წელიწადნახევრის შემდეგ, აგვისტოში, წყვილმა, ლოს-ანჟელესში, საკუთარ სახლში, საიდუმლოდ იქორწინა.

2018 წლის თებერვალში კი, მსახიობებმა, განქორწინების შესახებ, განცხადაება გააკეთეს. 

იხ ფოტოები:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე