ია მეტრეველი: ვანო მერაბიშვილის ვადამდელი გათავისუფლება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის

13:13 09-24-2018
843

მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მეტრეველი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ვადამდელი გათავისუფლების მოთხოვნას.

როგორც ია მეტრეველმა „პრაიმტაიმთან“ აღნიშნა, ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ აქვს.

 „ჩემი ღრმა რწმენით, ვანო მერაბიშვილს არაფერი სერიოზული არ სჭირს და არავითარი სავალალო მდგომარეობა არ აქვს. ეს ამბავი აგორებულია იმისთვის, რომ შეეხოს ვადამდელი გათავისუფლება.  პრეზიდენტს უქმნიან ხელსაყრელ პირობებს, აცხადებენ რომ თითქოს რაღაც  სჭირს და ამიტომ უნდა შეიწყალოს. 

ვანო მერაბიშვილის ვადამდელი გათავისუფლება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის.

მისი ხელიდან დღემდე იხოცება ხალხი, მის მიერ ნაწამებ და ციხეებ გამოვლილ ადამიანებს ჭრილობები ჯერაც არ აქვთ მოშუშებული. მისთვის სამუდამო პატიმრობაც კი ცოტაა. ისეთი უბედურება  აქვს ჩადენილი და არამარტო მას.  მერაბიშვილის გვერდით პირველ რიგში სააკაშვილი უნდა იჯდეს და შემდეგ მათი დანარჩენი მონა მკვლელები, რომლებმაც გაჟლიტეს და გენოციდი  მოუწყტვეს ქართველ ერს. არავითარი ვადამდელი გათავისუფლება. ზღვაში წვეთია ეს სასჯელი იმ დანაშაულებებთან რაც მას აქვს ჩადენილი“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა გააჟღერეს ინიციატივა აქციების გამართვასთან დაკავშირებით, რაც ვანო მერაბიშვილის ვადამდე ადრე გათავისუფლებას მოითხოვს. ია მეტრეველი ამ ინიციატივას უშედეგოს უწოდებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არის ძალიან ცოტა პროცენტულად. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ მათ მიერ მოწყობილი აქციები, სადაც მთელი საქართველოს მობილიზება ჰქონდათ გამოცხადებული და მაქსიმუმ 10-15 ათას კაცზე მეტის მოგროვება ვერ მოახერხეს. მხარდამჭერების მობილიზებაში შედიოდა ფულების დარიგება მათი მეთოდებით, თუმცა ვერ მოახერხეს მათ ხალხის გამოყვანა, ასე რომ მაგათი აქციების არავის ეშინია და რაც უნდათ ის მოაწყონ“, - აცხადებს ბუტა რობაქიძის დედა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მერავიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკებში გამოსაკვლევად, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიყვანეს.

 

 

თამარ საკანდელია