როდის ბრუნდება მიხეილ სააკაშვილი საქართველოში? – „რეისის ნომერს წინასწარ არ გამოვაცხადებ“

21:48 09-21-2018
1176

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.

,,ახლა დგება დრო, რომ ქართველ ხალხს ძალიან ვჭირდები  და მე გავჩნდები იქ , სადაც ვჭირდები ქართველ ხალხს, საქართველოს ვჭირდები და ყველას გვჭირდება ჩვენ საქართველოს გადარჩენა.

მე რა თქმა უნდა ჩამოვალ, ახლა ნამდვილად არ გამოვაცხადებ რეისის ნომერს, იმიტომ რომ ნამდვილად არ ვაპირებ წინასწარ რამის თქმას. რა თქმა უნდა მე დამხვდება ძალიან ბევრი ხალხი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში“.