საგანმანათლებლო რესურსები მომავალი მასწავლებლებისთვის

21:34 09-21-2018
15

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ზოგადი განათლების სფეროში გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის ერთდღიან სამუშაო სემინარს უმასპინძლა, რომელიც მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ გახსნა.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა აკადემიური პერსონალის ინფორმირება სისტემაში მომზადებული და ხელმისაწვდომი პროგრამების, გზამკვლევებისა და სხვა საგანმანათლებლო რესურსის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ რესურსები უნივერსიტეტებს საშუალებას მისცემს  საკუთარი პროგრამები/სილაბუსები ინოვაციური მეთოდებით გაამდიდრონ, გამოიყენონ სწავლა-სწავლების პრაქტიკაში და შესაბამისად, დანერგონ სასწავლო პროცესში.

სამუშაო სემინარს ესტონეთის საელჩოს, გაეროს ბავშვთა ფონდის, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.