ინდოელი ეპისკოპოსი 13 მონაზონის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

21:10 09-21-2018
157

ინდოეთის შტატ კერალაში 54 წლის ე​პისკოპოსი დააკავეს. მიზეზი 2014-2016 წლებში 13 მონაზონის გაუპატიურების ბრალდებაა. ამის შესახებ BBC წერს. 

44 წლის ქალმა პოლიციაში ივნისში განაცხადა და განმარტა, რომ არაერთი გასაჩივრების მიუხედავად კათოლიკურ ეკლესიას გადამჭრელი ზომები არ მიუღია. აღნიშნულმა მონაზვნების მხრიდან უპრეცედენტო პროტესტი გამოიწვია და 44 წლის ქალის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოვიდნენ.  მონაზვნები ეპისკოპოსის დაპატიმრების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს 2 კვირის განმავლობაში მართავდნენ. 

ეპისკოპოსი ფრანკო მულაკალი დღეს დააკავეს. იგი პოლიციაში გამოკითხვაზე სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ეპისკოპოსის სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს გაიმართება. ეპისკოპოსი ბრალდებას უარყოფს.