ია სუხიტაშვილი მეორე შვილის ფოტოებს აქვეყნებს - „იკას პირველი რეკლამა“

15:04 09-21-2018
2633

როგორც უკვე იცით, ია სუხიტაშვილს მესამე ქორწინებიდან მეორე ბიჭი შეეძინა. ბიჭს ირაკლი დაარქვეს. ია დღემდე არ საუბრობს მეუღლეზე იმ მიზეზის გამო, რომ მას ამ ყველაფრის აფიშირება არ უყვარს. ვიცით მხოლოდ ის, რომ იას მეუღლე პროფესიით ინჟინერი ალექსანდრე შარაშიძეა.

იამ „პრაიმტაიმს“ ჯერ კიდევ შვილის დაბადებამდე მისცა ინტერვიუ და ამ სიყვარულზე უამბო. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ინტერვიუდან. 

„– ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავდა, რით გამოარჩიე დანარჩენებისგან, მესამედ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ქალისთვის მარტივი არ არის...

– არ ვიცი, არის პატარ-პატარა აფეთქებები ქალში. ოჯახი ჩემთვის ნომერ პირველია. როცა ოჯახში ყველაფერი კარგად მაქვს, სიმშვიდეა, კომფორტია, სიყვარულია, კარიერაშიც თავისით ლაგდება ყველაფერი. მიხარია ჩაცმაც, მაღაზიებიც, მეგობრებიც, ყველაფერი. ეს ადამიანი არის ოჯახის სიმყუდროვე.

– ახლა ისეთ ასაკში ვარ, სიმშვიდე და პირობები მჭირდებაო, ბოლო ინტერვიუში მითხარი. ახალ ოჯახში გაქვს პირობები?

– თუ ადამიანს ოჯახი უყვარს, ამ მხრივ კომფორტულია, როგორი დაღლილიც არ უნდა მოვიდე სახლში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ორივეს გვესიამოვნოს ერთად ყოფნა. პირობას ქმნის ადამიანის ხასიათი. ყველაზე დიდი პირობა ეს არის.

– ანუ ფინანსურმა პირობებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა?

– ვერ გადაინაცვლებს, რაც არ უნდა მოინდომო. ყოველი თვის ბოლოს გადასახადების ქვითრები გახსენებს ფინანსებს, დანარჩენს ყველაფერს რომ თავი დაანებო. მაგრამ როცა არსებობს შეთანხმება, ყველა პრობლემა გვარდება.

– ეს ის გრძნობაა, მუცელში პეპლები რომ დაფრინავენ?

– კი, კი, თან კარგი ორსულობა მაქვს, განსაკუთრებული არაფერი მომდომებია. პრეტენზიული არ ვარ, ენერგიულიც ვარ. უბრალოდ, ამხელა ზაფხულმა და სიცხეებმა გამაგიჟა ცოტა, რომ არასდროს აღარ დამთავრდა.


პატარა წითური ირაკლის ფოტოები იამ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა. „ესეც იკას პირველი რეკლამა“, - წერს ია და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. 



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი