კახი კავსაძის შვილიშვილი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდება - excluisve

12:40 09-21-2018
2140

ირინკა კავსაძე საქართველოში დროებითაა. მისი ვიზიტის მთავარი მიზეზი ამჯერად „იმედის“ პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავებია“. ცნობილი ბაბუის შვილიშვილი სწორედ ამ პროექტიდან გააცნობს თავს ქართველ მაყურებელს. 25 წლის ირინკა უკვე 15 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. 

„თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, რად­გა­ნაც აქ დავ­ტო­ვე ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი, სკო­ლა და უეც­რად ამე­რი­კა­ში აღ­მოვ­ჩნდი, რად­გა­ნაც ასე გა­და­წყდა, მა­მას იქ სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზეს. ოჯა­ხი ჩავ­ლაგ­დით და წა­ვე­დით. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ქარ­თვე­ლი კლა­სე­ლი მყავ­და, რო­მე­ლიც მივ­ლი­და, რა­ღაც ისე მოხ­და, რომ თით­ქოს მას­ზე ვი­ყა­ვი მი­ბა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ, ახალ ცხოვ­რე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და... მერე ნელ-ნელა ენა ავით­ვი­სე, რი­თაც რა­ღაც ბა­რი­ე­რე­ბი დავძლიე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნატ­რე­ბას იმით ვიკ­ლავ­დი, რომ წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მოვ­დი­ო­დი, სა­დაც მხვდე­ბოდ­ნენ მე­გობ­რე­ბი და რაც მთა­ვა­რია, მხვდე­ბო­და ბაბუ. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლია, რო­დე­საც აქე­დან მივ­დი­ვარ და მას აქ ვტო­ვებ. ეს ურ­თუ­ლე­სი რამ არის. ამი­ტომ, ვცდი­ლობ, ხში­რად მქონ­დეს კონ­ტაქ­ტი, მაგ­რამ იქი­დან კავ­ში­რი, მას­თან ახ­ლოს ყოფ­ნას არ ცვლის... ამერიკაში რომ ჩამოვედი, 16 წლის ვი­ყა­ვი, თან - ვსწავ­ლობ­დი და თან - სპექ­ტაკ­ლებ­ში ვთა­მა­შობ­დი, მქონ­და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, მერე კო­ლე­ჯში და­ვი­წყე სწავ­ლა. ისე მოხ­და, რომ 2012 წელს გას­ტრო­ლებ­ზე ჩა­მო­ვე­დით და კო­ლე­ჯი­დან წა­მოს­ვლამ ადრე მო­მი­წია. რომ დავ­ბრუნ­დით, სამ­წუ­ხა­როდ, იქ სწავ­ლა აღარ გა­ვაგ­რძე­ლე და ვი­ყა­ვი თე­ატ­რში, რო­ლებს ვთა­მა­შობ­დი. წელს კი ნიუ-იორკში, სტე­ლა ად­ლე­რის სამ­სა­ხი­ო­ბო სტუ­დი­ა­ში მი­მი­ღეს, სა­დაც ერ­თთვი­ა­ნი სა­ზა­ფხუ­ლო პროგ­რა­მა გა­ვი­ა­რე. მარ­თლა სას­წა­უ­ლი იყო,"- ყვება ირინკა „მბები, გე“ - სთან მიცემულ ინტერვიუში.

საინტერესოა როგორ გააცნობს თავს დიდი მსახიობის შვილიშვილი ქართველ მაყურებელს. შეგახსნებთ რომ ირინკაც პროფესიით მსახიობია. 

პ.ს. აქვე „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ სრულ სიას „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეებისა. მაშ ასე წლევანდელ სეზონზე იცეკვებენ: 

ამიკო ჩოხარაძე, გიორგი გილიგაშვილი (ჩემმა მზემ), დათო გომართელი, რატი დურგლიშვილი, თორნიკე კვერენჩხილაძე, ირაკლი კაკაბაძე.

რუსკა ქარქაშაძე, თამთა შედანია, ნინო ჩხეიძე, ლალი მოროშკინა, ირინკა კავსაძე, მარიკა თხელიძე.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი