ეშტონ კატჩერი მანქანით ახალგაზრდა ბიჭს დაეჯახა

11:56 09-21-2018
165

ამერიკელმა მსახიობმა შემთხვევით 19 წლის ლეო მარენჯი გაიტანა, რომელიც ტროტუარზე ველოსიპედით მიდიოდა.

მედიის ცნობით, ეშტონის მანქანა მოსახვევის გამო ველოსიპედისტმა მოულოდნელად შენიშნა. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მსახიობმა ყველაფერი გააკეთა, რაც კი ლეოს დასახმარებლად შეეძლო. საბედნიეროდ, ინციდენტმა მხოლოდ პატარა დალურჯებით და შოკით ჩაიარა. 

დაზარალებული აცხადებს, რომ ეშტონი დამნაშავე არაა, რადგანაც მოსახვევში კედელმა მის დანახვაში ხელი შეუშალა. მას შემდეგ, რაც ეშტონი წამოდგომაში დაეხმარა, ბიჭმა ცნობილი მსახიობი იცნო და საერთო ფოტოს გადაღებაც სთხოვა.

„დღეს მე მანქანამ გამიტანა.. მაგრამ არ იდარდოთ, ეს ხომ ეშტონ კატჩერი იყო!“-დააწერა ლეომ ფოტოს.