ფალიაშვილის ქუჩაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

03:01 09-21-2018
48

ფალიაშვილის ქუჩაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ალადაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგმა, ლევან ტუხაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთ ახალგაზრდას რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული როგორც ცივი, ასევე ცეცხლსასროლი იარაღით.

„თვითდინებით მომართა კლინიკას ორმა პაციენტმა. 21 ახალგაზრდას აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი ჭრილობა მარცხნივ, თეძოს ფრთის დონეზე და ქუსლის დონეზე მარჯვენა მხარეს, ასევე დუნდულოს ზედა კვადრატის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ავადმყოფს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჟამად აგრძელებს მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში. მეორე, 23 წლისას ახალგაზრდას აღენიშნებოდა მარცხნივ თეძოს ფრთის ცივი იარაღით ჭრილობა, რომელიც დამუშავდა და გაიკერა. ისიც აგრძელებს მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში. ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ლევან ტუხაშვილმა.