,,ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო, შე იდიოტო''- დაპირისპირება პარლამენტში(ვიდეო)

20:01 09-20-2018
88

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვითარება დაიძაბა. დეპუტატებს შორის ჩხუბი ზაზა პაპუშვილის განცხადებამ გამოიწვია.

“ეს ადამიანები, ვერანაირ დასკვნას ვერ გამოიტანენ. კომისიამ სამი თვის განმავლობაში მარტო რეკომენდაციების გასაცემად იმუშავა. აქ ლაპარაკი იყო ცინიზმზე, უტიფრობაზე. რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ ხართ უტიფრები, ცინიკოსები, უზრდელები და კიდევ მეტი... ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო, შე იდიოტო“, - მიმართა უმცირესობის წევრებს ზაზა პაპუაშვილმა.

ამ წუთებში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსმენა მიმდინარეობს.