მამის ავტომანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

16:47 09-20-2018
97

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და მამის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებული ს.ტ.-ს მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული ჯარიმა თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა.  

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 აპრილს, ახალქალაქის რაიონის სოფელ მოდეგაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.ტ.-მ მამამისის ავტომანქანა ხის ძელის გამოყენებით დააზიანა.  

ს.ტ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება) წარედგინა. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ  2018 წლის 22 მაისის განაჩენით ს.ტ.  დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა. 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ს.ტ.-ს ჩადენილი  დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.