ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ლენუკა ყიფშიძე

ტაბლოიდი 1713473614

VIDEO: „მალე დამენგრა ოჯახი. მშობლებთან გადმოვედი. ჩემს ოჯახს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნიკუშას აღზრდაში…“ - ლენუკა ყიფშიძე

ლენუკა ყიფშიძე „პოსტივის“ ვაჟთან, ნიკუშა ნინუასთან ერთად ესტუმრა და აღნიშნა, რომ შვილთან ერთად ტელეეთერს პირველად ეწვია.„ძალიან პატარა ვიყავი, 19-ის გავხდი და გაჩნდა ნიკუშა. „წიკიანი“ დედა ვარ. სამი წელი გარეთ არ მინდოდა გასვლა, იმდენად დიდი აქცენტი მქონდა ნიკუშაზე. თანაც, დედისთვის ბიჭი ხომ იცით, როგორია. თავისით მოხდა, რომ ჩამოგვიყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. მალე დამენგრა ოჯახი. მშობლებთან გადმოვედი. ჩემს ოჯახს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნიკუშას აღზრდაში. არ მინდოდა, 90-იანებში რაც გავიარეთ, ის ჩემს შვილში ყოფილიყო. მომწონდა ჯანსაღი ვიზუალის მამაკაცი, განათლებული, ენები რომ უნდა იცოდეს და ღმერთის წყალობით, მგონი, მივაღწიე იმას…“, დასძინა ლენუკამ ტელეეთერში საუბრისას.„ალბათ, მშობელთან მეგობრულ ურთიერთობაზე კარგი არაფერია. დედას ნებისმიერ საკითხზე შემიძლია დაველაპარაკო. რადგან დედაა, შეიძლება, გამაკრიტიკოს, მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა…“ 

მანია

ჰოროსკოპი 1713473034

„ყველა ტკივილი და გაურკვევლობა რჩება უკან...“ - ზოდიაქოს ამ ხუთ ნიშანს ყველაზე მეტად გაუმართლებს

ეზოთერიკოს, გოგა მანიას რჩევები 5 ზოდიაქოს, რომელსაც წარმატება ელოდება. „ყველა ტკივილი და გაურკვევლობა რჩება უკან და ყველაფერს ნულიდან იწყებთ. ესენი არიან: კირჩხიბი - ვერძი - კურო - მერწყული - მორიელი.ნახეთ, ვიდეო: @gogamania_ #გოგამანია #ეზოთერიკა🔮 #ეზოთერიკოსი #tarologia ##გლობალ #astrologia #ზოდიაქოსნიშნები #ზოდიაქო #ემიგრანტი🇬🇪🇮🇹italia #ემიგრანტი #gogamania ♬ suono originale - Goga mania

სახლი

რჩევები 1713472624

მისამართის შეცვლა გარდაუვალია: 6 ნიშანი, რომ დაწყევლილ სახლში ცხოვრობთ

მძაფრი ინტუიციის მქონე ადამიანებს ხშირად შეუძლიათ აუხსნელი დისკომფორტის შეგრძნება გარკვეულ ოთახებში. უცნაური გრძნობა, რომ რაღაც არასწორად არის, შეიძლება იყოს პირველი სიგნალი, რომ ბინა დაწყევლილია ან გარშემორტყმულია უარყოფითი ენერგიით.ყველგან არის ძაფებიიშვიათი არაა წინა მცხოვრებლების მიერ დატოვებული უცნაური ატრიბუტების პოვნა, როგორიცაა სარკეებზე ან ფანჯრის ჩარჩოებს შორის ჩამოკიდებული ძაფები. ეს ძაფები შეიძლება იყოს რიტუალების ან შელოცვების ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ბოროტი სულებისგან დასაცავად. ასეთი არტეფაქტების აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ წარსულში ამ ბინაში რაღაც უჩვეულო მოხდა და შესაძლოა ყურადღების ღირსი იყოს.ჩამოკიდებული ხატები ან ჯვრებიმრავალი რელიგიური სიმბოლოს არსებობა, როგორიცაა ხატები ან ჯვრები, შეიძლება მიუთითებდეს წინა მცხოვრებლების მცდელობაზე, დაიცვან თავი უარყოფითი ენერგიისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი პრაქტიკა მორწმუნე ადამიანებისთვის, ასეთი სიმბოლოების სიჭარბე იმის ნიშანია, რომ რაღაც უჩვეულო ხდება სახლში.ხშირი ძილიანობა და თავის ტკივილითილისმების აღმოჩენამ, როგორიცაა სიზმრის დამჭერი, შეიძლება მიუთითებდეს მცხოვრებლების მცდელობაზე, დაიცვან თავი ბოროტი სულებისგან და დაავადებებისგან. თუ განიცდით მუდმივ დაღლილობას, თავის ტკივილს და უძილობას, ეს შეიძლება იყოს ბინაში უარყოფითი ენერგიის ნიშანი.ჩხუბითუ ახალ ბინაში გადასვლამდე თქვენს ოჯახში სიმშვიდე და წესრიგი იყო და გადასვლის შემდეგ თქვენ შეამჩნიეთ ხშირი ჩხუბი ყველაზე ამქვეყნიურ თემებზეც კი, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ბინაში რაღაც არასწორია.მუდმივი მტვრევათუ მოწყობილობა და კომუნიკაციები ხშირად იშლება ბინაში, ეს შეიძლება იყოს უარყოფითი ენერგიის შედეგი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მიმდებარე სივრცეზე.მწერებიმწერების მუდმივი გამოჩენა, როგორიცაა ტარაკნები ან ჭიანჭველები, შეიძლება იყოს ბინაში ჯადოს ან უარყოფითი ენერგიის ნიშანი. მოუსმინეთ მეზობლებს, რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ გამოცდილება მსგავსი პრობლემების მოგვარებაში.ასევე ნახეთ:„მესაუბრე ისე, როგორც ქალს...“ - ვინ გააღიზიანა მერიემი“მივდიოდით და უცებ დავინახეთ მეწყერი წამოვიდა… ორმა მანქანამ გაასწრო ...” - კადრები სვანეთიდან

ცაგარელი

ჰოროსკოპი 1713472388

ასტროლოგი 3 გეომაგნიტურ დღეს ასახელებს

მიმდინარე კვირა სასიკეთოა, თუმცა, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 3 გეომაგნიტურ დღეს ასახელებს.„ორშაბათი, სამშაბათი და შაბათი - სამი გეომეგნიტური დღე გვაქვს. თუ იგრძენით წნევა, დისკომფორტი, თავის ტკივილი, ყურადღება მიაქციეთ. მეტი არაფერია საჭირო,“ - ამბობს ასტროლოგი.

ამინდი

საზოგადოება 1713472041

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში - პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც.დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.ქ. თბილისში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და შესაძლოა გაწვიმდეს. ჰაერის ტემპერატურა 20 აპრილს დღისით +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20 აპრილს დღისით +33 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო):  20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20 აპრილს დღისით +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20 აპრილს დღისით +25 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.