ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება 1711643892

„ჩემს ძმას ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას მივუძღვნი დასკვნით ღონისძიებაზე“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე

რამდენიმე დღის წინ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ. მისი ძმა დათო აშშ-ში გარდაცვლილი იპოვეს…ნუცამ ახლახან გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი ოჯახის მწუხარება გაიზიარა:„მინდა, ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი ოჯახის მწუხარების გაზიარებისთვის. ძალიან რთული დღეები გავიარე და ალბათ, წინ კიდევ ბევრი ასეთი დღეა, მაგრამ გპირდებით, აუცილებლად მოვიკრებ ძალას და გავაგრძელებ შრომას იმ ძალიან საპასუხისმგებლო კონკურსისთვის, რაც „ევროვიზიაა“.ჩვენი ბიჭების გამარჯვებამ ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, რომ ჩვენი ქვეყანა მაისში კიდევ უფრო ღირსეულად წარვადგინო და მერწმუნეთ, ამისთვის მთელი ჩემი არსებით დავიხარჯები.ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში, მადრიდში დაგეგმილ „ევროვიზიის“ პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვიმღერებ დასკვნით ღონისძიებაზე და ჩემს ძმას ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას მივუძღვნი.შემდეგი კვირიდან კი სრული ძალებით მოვემზადები უკვე დაგეგმილი პრომო ტურებისთვის. ამ საკმაოდ რთულ და ემოციურ გზაზე დამჭირდება თქვენი, ჩემი გულშემატკივრის თანადგომა, რომელსაც არასოდეს, არც ერთ რთულ მომენტში არ მივუტოვებივარ და დარწმუნებული ვარ ასე იქნება ახლაც. მიყვარხართ!..“

თოვლი

საზოგადოება 1711642383

ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია გრძელდება - თოვლის მასაში 40 წლამდე მამაკაცია მოყოლილი

 ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მთიდან თოვლის მასა დილით მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა. "კურიერის" ინფორმაციით, ადგილობრივი ხუთ კაციანი ჯგუფი, ბურნებით ოთა-ოშორის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც თოვლის მასა ჩამოწვა. ზვავში 40 წლამდე მამაკაცია მოყოლილი.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია დრონები და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები. ამასთან, რამდენიმე საათია დაბა-ბაკურიანშია თბილისიდან ჩასული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი."ბაკურიანელები, 5 ადამიანი დღეს დილით ციხისჯვარის მიმართულებით იყვნენ წასულები ბურანებით, რა დროსაც ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლის მასა. 4 ადამიანი არის სამშვიდობოს გამოსული, ხოლო ერთი ადამიანი კვლავ არის მოყოლილი თოვლის მასაში. ვინაიდან ადგილი ფეხით მისასვლელად ძალიან რთულია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფო წესით გამოგზავნა ვერტმფრენნი და შესაბამისი რაოდენობის მაშველები. გადაყვანილები არიან ადგილზე, ამ მთაზე. მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშაოები. ჯერ-ჯერობით ადამიანი არ არის ნაპოვნი და შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს," - აცხადებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.

ზღარბი

მსოფლიო 1711642094

ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა

ინგლისში, ჩეშირის საგრაფოს ქალაქ ნატსფორდში, ცოტა ხნის წინ უცნაური ამბავი მოხდა: ქალმა ვეტერინარულ კლინიკაში სამკურნალოდ "ზღარბი" მიიყვანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პაციენტი, რეალურად, ქუდის პომპონი ყოფილა.ხანდაზმულ ქალს პომპონი თავის სახლთან გამავალი გზის მახლობლად უპოვია და ხელით შეხების გარეშე ჩაუსვამს ყუთში, სადაც კატის საჭმელიც მოათავსა. ქალმა ყუთი ბნელ, თბილ ადგილას დადო, რომ "ცხოველი" არ შეეწუხებინა. შეუწუხებელი და საეჭვოდ ჩუმი პომპონი კი მალე ცხოველთა თავშესაფრის კლინიკაში აღმოჩნდა, სადაც ქალისთვის დაუჯერებელი აღმოჩენა გააკეთეს.„გავტრიალდი და ვუთხარი, ბოდიში, მაგრამ ეს მხოლოდ ქუდის პომპონია-მეთქი", — ჰყვება ვეტერინარი ჯენეტ კოცი, — "მან კი შეიცხადა, მეხუმრებითო?!".ვეტერინარი კი ამბობს, ხუთი წელია, აქ ვმუშაობ და ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონიაო, მაგრამ იმასაც ამატებს, რომ ესმის, რატომ მოუვიდა ქალს შეცდომა.თავშესაფარმა უკვე სახელმოხვეჭილი პომპონის ფოტოც გაავრცელა, სადაც ეს უკანასკნელი მომცრო ყუთში, კატის საკვების გვერდითაა მოკალათებული.„გახსოვდეთ, რომ სიკეთეს საზღვარი არ აქვს, მაშინაც კი, თუ საქმე თვითმარქვია ბეწვიან მეგობარს ეხება", — წერს თავშესაფარი ფეისბუქზე, - „ნურც იმას დაივიწყებთ, რომ თუ ზღარბი დღისით გარეთ შენიშნეთ, ესე იგი, რაღაც ვერაა რიგზე. ყუთით თბილ ადგილას მოათავსეთ და ადგილობრივ ვეტკლინიკას მიმართეთ".აღსანიშნავია, რომ ცივ სეზონზე ზღარბები გამოსაზამთრებლად ძილს ეძლევიან, ამ დროს მათი გულისცემა ნელდება და ზოგმა შეიძლება იფიქროს კიდეც, რომ ცხოველი მოკვდა. თუმცა, მძინარე ზღარბის შეწუხება დაუშვებელია — თუ ეს უნებურად მოგივიდათ, აჯობებს, ცხოველი მშრალი ფოთლებით დაფაროთ და ახლომახლო საკვები და წყალი დაუტოვოთ, რომ გამოღვიძებულმა დახარჯული ენერგია მალევე აღიდგინოს და ძილი შეიბრუნოს. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ზღარბებს ლაქტოზის აუტანლობა აქვთ და მათთვის რძის შეთავაზება არ შეიძლება. სამაგიეროდ, სიამოვნებით შეექცევიან კატის საკვებს.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1711641923

გია აბაშიძე - როცა ყალბი ამბებისა და მანიპულაციების ტირაჟირება ვითომ ნორმად გექცევა, აღარ ხარ ჟურნალისტი და არც გამოცემა, ხარ რევანშისტთა მარიონეტი

 “როცა ყალბი ამბების და მანიპულაციების ტირაჟირება ვითომ ნორმად გექცევა, აღარ ხარ ჟურნალისტი და არც გამოცემა, ხარ რევანშისტთა მარიონეტი”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე იმ სტატიის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამოცემა “ნეტგაზეთმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი ებანოიძის კომენტარის დამახინჯება მოახდინა.როგორც ანალიტიკოსი წერს, სირცხვილია სააკაშვილის მედია-ადეპტობა. “როცა ყალბი ამბების და მანიპულაციების ტირაჟირება ვითომ ნორმად გექცევა, აღარ ხარ ჟურნალისტი და არც გამოცემა, ხარ რევანშისტთა მარიონეტი. ეს ეხება როგორც "ნეტგაზეთს", ასევე ფსევდოლიბერალურ "რადიო თავისუფლების" ქართულ რედაქციასაც და კიდევ რამდენიმე ონლაინ მედიასაშუალებას. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა სამარცხვინო სააგენტომ, რომელიც კარგია რომ აღარ არსებობს, ჩემთან ინტერვიუს სათაურში დაწერა - "ქართული ოცნების" მთავრობა უნდა გადადგეს". გესმით ხომ, რა იაფფასიანი 'ფეიკი' იყო?! ყველა მედიასაშუალებას, რომელსაც ჩვეულ პრაქტიკაში აქვს 'ფეიკნიუსერობა' გაქრობას ვუსურვებ საჯარო სივრციდან. ამ ე.წ. ვეტინგის და ნაცსექტის დღის წესრიგის სხვა თემებს ნუ გადაყვებით "ჟურნალისტებო"! სირცხვილია სააკაშვილის მედია-ადეპტობა!”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მეკარე

მსოფლიო 1711641335

მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ - კვლევა

ფეხბურთში წარმატებულ მეკარედ ყოფნა არამხოლოდ გადახტომასა და დაჭერას, არამედ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარსაც მოითხოვს - იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს სხვა ათლეტებსა და მით უმეტეს, დანარჩენ ხალხს შეგვიძლია.კვლევით დადგინდა, რომ მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად ხედავენ და მიღებულ ინფორმაციასაც სხვანაირად ამუშავებენ."ფეხბურთის სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით, მეკარეებმა ათასობით ძალიან სწრაფი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ შეზღუდული ან არასრული სენსორული ინფორმაციის საფუძველზე", — განაცხადა მაიკლ ქვინმა, დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტის მკვლევარმა — "ამის მიხედვით ვივარაუდეთ, რომ მეკარეებს გაძლიერებული ექნებოდათ სხვადასხვა გრძნობით მიღებული ინფორმაციის შეჯერების უნარი, კვლევის შედეგებმა კი ეს ჰიპოთეზა დაადასტურა".კვლევის მიმდინარეობა და შედეგებიქვინმა და მისმა კოლეგებმა 60 ადამიანზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. სულ ცდისპირთა სამი ჯგუფი იყო: 20 მეკარე, სხვა პოზიციებზე მოთამაშე 20 ფეხბურთელი და იმავე ასაკის 20 ისეთი ადამიანი, რომლებიც ფეხბურთს არ მისდევდნენ.ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეების თვალწინ სინათლე ელავდა. გაელვებას ზოგჯერ ორი მკაფიო ხმოვანი სიგნალი ერთოდა თან. კვლევის მონაწილეებს უნდა ეთქვათ, შუქმა ერთხელ გაიელვა თუ ორჯერ.რაც უფრო მალე გაისმოდა ხმა გაელვების შემდეგ, მით უფრო ხშირად ამბობდნენ ცდისპირები, რომ ორი გაელვება დაინახეს. შესაბამისად, ისინი ხმასა და ვიზუალურ სტიმულს ერთიანად აღიქვამდნენ. მოედნის შორეული ნაწილის მოთამაშეებისა და ჩვეულებრივ ადამიანებს ამ მხრივ ერთნაირი ქულები ჰქონდათ.მიუხედავად ამისა, მეკარეები დანარჩენი ორი კატეგორიისგან განსხვავებულები აღმოჩნდნენ. მათ ხმა და ვიზუალური სტიმული ერთმანეთში მხოლოდ მაშინ ერეოდათ, როცა ამ ორს დროში ძალიან ახლო-ახლო ჰქონდა ადგილი. მეკარეების დასაბნევად ხმები ვიზუალურ სტიმულთან სამჯერ უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო, ვიდრე დანარჩენი მოთამაშეების შემთხვევაში.შედეგების მიხედვით, მეკარეებს სხვადასხვა ტიპის სენსორული ინფორმაციის გამიჯვნა სხვებზე უკეთ გამოსდით. ეს მათ საშუალებას აძლევს, მოთამაშეების სირბილისა და ხმაურიანი მოედნის ფონზე მხოლოდ მნიშვნელოვანს მიაქციონ ყურადღება. კვლევამ, ამას გარდა, გამოავლინა, რომ მეკარეებს დამაბნეველი სტიმულის დამუშავებაც უკეთ გამოსდით; უფრო ეფექტიანად საზღვრავენ იმასაც, თუ როდის მოხდება რაიმე მოვლენა.მეკარეებს მაყურებელთა ხმების გაფილტვრა სჭირდებათ. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ბურთზე ფეხის შეხების ხმებსაც ეყრდნობიან (განსაკუთრებით მაშინ, თუ წინ რაიმე ეფარებათ) იმის გადასაწყვეტად, თუ რას მოიმოქმედებენ. ვინაიდან ხმა სინათლეზე ნელა გადაადგილდება, ხმები მათ შეფერხებით მიეწოდებათ. ეს შეყოვნება გაცილებით მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს მაშინ, თუ ბურთს შორ მანძილზე ურტყამენ.ჯერჯერობით რთული სათქმელია, მეკარეებში ასეთ უნარებს ამ პოზიციაზე თამაში ავითარებს თუ, პირიქით, თავად ამ განსხვავებების გავლენით ხდებიან მეკარეები.მეცნიერებს სამომავლოდ იმის გაგება სურთ, თუ რამდენად განსხვავდებიან სტიმულების აღქმის კუთხით დაცვასა და თავდასხმაზე მოთამაშე ფეხბურთელები.