ძლიერები არ ძალადობენ - გურამ კაშია ვიდეომიმართვას ავრცელებს

14:03 09-19-2018
102

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გურამ კაშია, ნინო სალუქვაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, რევაზ მინდორაშვილი, გიორგი ლომაია, ნიკოლოზ ეგაძე, ლადო ხინჩეგაშვილი 10 სექტემბრიდან სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩები გახდნენ.

სამი თვის განმავლობაში, ისინი სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს სპორტულ მასტერ კლასებზე შეხვდებიან და მოზარდებს საკუთარი წარმატების გამოცდილებას გაუზიარებენ.