ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

18:48 09-14-2018
31

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღეს, ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა, რომელიც 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

ლიპარტელიანმა ფინალური შეხვედრა ფრანგ სარა ლეონთან იპონით წააგო.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი