სად შევიძინოთ ბინები განვადებით?

16:56 09-14-2018
99

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. ყველაზე მარტივია ბინების მოძიება სხვადასხვა ვებ გვერდებზე, იქნება ეს რომელიმე დეველოპერის ვებ გვერდი თუ სხვა ინტერნეტ-სივრცე, სადაც კერძო პირები ყიდიან ბინებს. პოპულარობას არ კარგავს ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული განცხადებებიც. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია დეველოპერულ კომპანიას ჰქონდეს მოწესრიგებული, მომხმარებლისთვის მარტივად ფუნქციონირებადი ვებ გვერდი, სადაც მყიდველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს სხვადასხვა პროექტებს და შეარჩიოს სასურველი ბინა. სწორედ ასეთია არქის ვებ გვერდი, რომელიც მომხმარებელს აწვდის დეტალურ ინფორმაციას პროექტების შესახებ.

ბინის შერჩევის შემდეგ მნიშვნელოვანია კლიენტზე ორიენტირებული გადახდის გრაფიკის შედგენა. არქი მომხმარებელს სთავაზობს გადახდის სხვადასხვა პირობას და საშუალებას აძლევს კლიენტებს აირჩიონ მათზე მორგებული გადახდის პირობები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბინის შესაძებად არქიში არანაირი პირველადი შენატანი არ არის საჭირო. გადახდის მოქნილი პირობები გათვლილია ყველა შემოსავლისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანზე. გარდა ამისა არქიში ბინის განვადებით შესაძენად არ არის საჭირო შემოსავლების დადასტურება, რაც დამატებითი კომფორტის შემქმნელია მყიდველისთვის. 

ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია შეიძინოს ბინები განვადებით არქის ნებისმიერ პროექტში. არქის პროექტები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზეა განლაგებული, რაც ნიშნავს დიდ არჩევანს უბნების მიხედვით. მშენებარე და დასრულებულ პროექტებს შეხვდებით ისანში, საბურთალოზე, გლდანში, დიდ დიღომში, დიღმის მასივსა და ვაზისუბანში. მომხმარებელს კი საშუალება აქვს მისთვის სასურველ უბანში, არქის ნებისმიერ პროექტში შეიძინოს ბინა განვადებით ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.