“არემჯის“ მხარდაჭერით ბოლნისელი მეღვინეები კვალიფიკაციას აიმაღლებენ

16:10 09-14-2018
18

მეღვინეთა გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისი“ 13-21 სექტემბერსარემჯისმხარდაჭერით, ბოლნისელი მეღვინეებისათვის  საგანმანათლებლო სემინარებს გამართავს.

მევენახეობა-მეღვინეობის თემატიკაზე საგანმანათლებლო ტრენინგების ორგანიზების ინიციატივა თავად მეღვინეთა გაერთიანებაში შემავალ მცირე საოჯახო ტიპის მარნებს ეკუთვნით. მათი თქმით, ახალი ტექნოლოგიები და აღნიშნულ სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომები სწორედ ის თემებია, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ და  მათ სამომავლო განვითარებას შეუწყობს ხელს.

მეღვინეთა პროფესიული ტრენინგების ჩატარებას, „არემჯის“,  ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანებას შორის  გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარს უჭერს ბოლნისის მერიაც. ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე სემინარებს20-მდე ბოლნისელი მეღვინე და მევენახე  უსასყიდლოდ  დაესწრება. სასწავლო კურსს ღვინის პროფესიონალი ტრენერები: ირმა ჭანტურია, თინათინ ჯაჯანიძე  და მიხეილ მესხი გაუძღვებიან.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულშიRMG-ის, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანებას შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „არემჯიმროგორც ქვეყანაში და რეგიონში უმსხვილესმა ბიზნესმა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბოლნისური ღვინის პოპულარიზაცია და მის როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენა დაისახა მიზნად.

2018 წლის ივნისშიარემჯისმხარდაჭერით ბოლნისელმა მეღვინეებმა მონაწილეობა მიიღეს  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა-კონკურსში. ბოლნისურმა ქვევრის ღვინოებმა კონკურსში 16 ჯილდო მოიგეს.