"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო...." - ლევან ყიფიანი დუმილს არღვევს

15:25 09-14-2018
228

სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გამოაქვეყნა მიმართვა მეგობრებისადმი, სადაც აცხადებს, რომ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს. 

"მეგობრებო! შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებებს", - აცხადებს ლევან ყიფიანი. 

ტელეკომპანია „იბერიასა" და „ომეგა ჯგუფზე" ზეწოლის საქმეში სპორტისა და ახალაგზრდობის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებს.