ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაშალეს - სუსი

15:02 09-14-2018
18

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. 

"მათ IPRM-ის დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს. აღნიშნული საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და IPRM-ის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რადგან მსგავსი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს" - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ნინო რაზმაძე