ჰოლივუდის "ლამაზმანმა" ჯულია რობერტსმა ერთ-ერთ თაყვანისმცემელს ოცნება აუსრულა

15:01 09-14-2018
415

კანადაში, სადაც ამ ეტაპზე, ტორონტოს კინოფესტივალი მიდინარეობს, უამრავი ცნობილი ვარსკვლავი შეიკრიბა. მათ შორის საზოგადოების ის კატეგორიაც,  რომლებიც მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რეალურ ცხოვრებაში ენახათ, როგორ გამოიყურებოდნენ მათი კუმირები.  მათ შორის იმყოფებოდა, ბლოგერი, კენი სანტანა, რომელიც ინდონეზიიდან, სპეციალურად ჩამოფრინდა, ჯულია რობერტსის გასაცნობად. 

კონფერენციაზე, რომელიც ახალ სერიალს - "Homecoming"-ს განიხილავდნენ, სადაც მონაწილეობს ჰოლივუდის ლამაზმანი, ჯულია რობერტსი, როგორც კი შეკითხვის დრო დადგა, მოულოდნელად  მიკროფონი სანტანას გადასცეს. კენმა, ინდონეზიიდან კანადაში მოგზაურობის დეტალებზე ისაუბრა და დაამატა, რომ მთელი 28 წელი ელოდებოდა, ჯულია რობერტსთან შეხვედრას. 

მსახიობმა, კენის ოცნება, უყურადღებოდ ვერ დატოვა და სცენაზე მიიწვია. ვარსკვლავმა, ახალგაზრდა მამაკაცი, საზოგადოებას წარუდგინა და მასთან ერთად, სამახსოვრო ფოტოებიც კი გადაიღო. რობერტსს, არც სანტანას მაისური, წარწერით "Be Love" გამორჩა მხედველობიდან, რომელიც კუმირის საპატივცემლოდ ჩაიცვა. 

კენიმ, საინფორმაციო პორტალი "Global News"-თან ინტერვიუში, განაცხადა:

- "ამ საკითხზე, ვერც კი ვიოცნენებდი!" - ამბობს კენი.

მან ასევე აღნიშნა, რომ რობერტსმა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მასთან ერთად, კომფორტულად ეგრძნო თავი. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 
ავტორი: რუსა ღვანიძე