"ნაციონალური მოძრაობისგან" სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა და ომთან დაკავშირებით მითითებები და შენიშვნები უხერხულია - კახა კალაძე

14:48 09-14-2018
31

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კატასტროფა გააკეთა 2008 წელს. შედეგიც გვაქვს: დაკარგული ტერიტორიები, უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, დაღუპული გმირები და აღარ გავაგრძელებ - დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას უხერხულს უწოდებს. კალაძის თქმით, 2008 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ კატასტროფულად იმოქმედა.

„შეიძლება, ქალბატონი სალომე ქართულად ისე ვერ საუბრობდეს, როგორც თითოეული ჩვენგანი და ეს ნორმალურია, რადგან სალომე ზურაბიშვილი დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობდა საფრანგეთში. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვინმეს მიმართ ომთან დაკავშირებით მითითებები და შენიშვნები ნამდვილად უხერხულია, რადგან რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს 2008 წელს, ეს იყო სრული კატასტროფა. ეს ყველამ კარგად ვიცით და რა შედეგიც გვაქვს: დაკარგული ტერიტორიები, უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, დაღუპული გმირები და აღარ გავაგრძელებ, რადგან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შევიკავებ კიდევ რაღაცებზე თავს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამის ავტორიც "ნაციონალური მოძრაობაა".

ავტორი: ნინო რაზმაძე