"როგორი ფოტოგენური ვარ?..." - ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა

11:15 09-14-2018
138

როგორი ფოტოგენური ვარ? - ასე უპასუხა ზუგდიდის უკვე ყოფილმა ვიცე-მერმა გია გულორდავამ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე კითხვაზე, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ფაქტი, რომ მან თანხა ბიზნესმენისგან ზვიად კვირტიასგან აიღო.

"იუმორი არ გაქვთ?", - ასე მიმართა მან ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ არ იცის, რას ამბობს თავად ბიზნესმენი, თუმცა ბიზნესმენს რა თქმა უნდა იცნობს, რადგან ზუგდიდელია, თუმცა სასაფლაოზე მას არ შეხვედრია.

"ბევრ რაღაცას ყვება, არ მომისმენია, არ მაინტერესებს", - განაცხადა ყოფილმა ვიცე-მერმა.

ცნობისათვის, ორი დღის წინ ჯერ ზუგდიდი მერი ლაშა გოგია გადადგა თანამდებობიდან, შემდეგ კი მისი მოადგილე. თანამდებობის პირთა გადადგომა სავარაუდოდ სკანდალურმა აუდიო-ჩანაწერს უკავშირდება, სადაც  საუბარია ე.წ. ატკატებზე. აუდიო ჩანაწერი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, ზურაბ კვირტიამ გააკეთა.

აღნიშნულ ჩანაწერში ბიზნესმენი მაღალჩინოსანოსნებს კონკრეტული მიწის სანაცვლოდ გადახდილი გარკვეულ თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.