საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელის ნაკრები დაამარცხა

23:45 09-13-2018
45

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად, ისრაელში ითამაშა. შეხვედრის შესახებ 1tv წერს.

დაპირისპირება ქართველი კალათბურთელების აქტიურობით დაიწყო. პირველი ტაიმი ქართველმა კალათბურთელებმა 12 ქულიანი უპირატესობით – 37-49 მოიგეს. 

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 15 ქულით წააგო. ისრაელმა 31 ქულა გააკეთა, რომლის საპასუხოდაც საქართველომ მხოლოდ 16 ჩააგდო და დასკვნითი პერიოდის დაწყებამდე ისრაელი სამი ქულით დაწინაურდა – 68-65.

ამავე ჯგუფის შეხვედრაში გერმანიამ ესტონეთი 43-ქულიანი უპირატესობით (86-43) გაანადგურა.